აბაი კუნანბაევის ძეგლის გახსნის ღონისძიება
2022 წლის 29 აპრილს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ყაზახი მოაზროვნისა და პოეტი-განმანათლებლის აბაი კუნანბაევის ძეგლი გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოსა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით მოეწყო. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია.