ისტორია

(GEO) 2021 წლის 26 მარტს საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით არაკომერციული ორგანიზაცია - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები და მხარდამჭერები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“.

გაერთიანების მისიაა საქართველოსა და ყაზახეთში ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების გზით.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს საქართველოსა და/ან ყაზახეთში მოქმედი ნებისმიერი ქართული ან უცხოური ბიზნეს კომპანია და კორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვინც ნაწილობრივ ან სრულად აწარმოებს ბიზნესს ამ ქვეყნებში ან უძღვება კულტურულ ღონისძიებებს.