ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სახელით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4-5 ივნისს ყაზახეთში, ქალაქ ატირაუში იგეგმება საქართველოს ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ატირაუს ოლქის ადმინისტრაციის თანაორგანიზებით, იგეგმება ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის ჩატარება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან (B2B), რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაგეგმოთ ორმხრივი შეხვედრები მსხვილ ყაზახურ კომპანიებთან.
ატირაუ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ ჰაბს ცენტრალურ აზიაში. რეგიონი არის იმ სამი ყაზახური ადმინისტრაციული ერთეულის შორის (ალმათი, ატირაუ, ასტანა), რომელთა წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტში აღემატება 10%-ს — ატირაუს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12.8%-ია. ამასთან, ატირაუ გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს მდებარეობს საქართველოსთან ამ სამ რეგიონს შორის, რაც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯების შემცირების რეალურ შესაძლებლობას ქმნის.
რეგიონი არამარტო ნავთობისა და გაზის მრავალი საერთაშორისო პროექტითაა ცნობილი, არამედ სთავაზობს ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, გადამუშავება და ტურიზმი. ატირაუ ავითარებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც აკავშირებს ჩინეთს, კასპიის რეგიონს და ევროპას — რაც მას გარდამავალი ჰაბის ფუნქციას ანიჭებს. აღნიშნული განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის რეგიონს სატრანსპორტო და სავაჭრო სექტორის ქართული კომპანიებისთვის.
ასევე, ადგილობრივ ბაზარზე მზარდია მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქციაზე, მათ შორის სურსათზე, ფარმაცევტიკაზე, განათლებისა და პროფესიული გადამზადების სერვისებზე, რაც ფართო შესაძლებლობებს ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც. რეგიონული ხელისუფლება კი აქტიურად სთავაზობს უცხოურ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს.
შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან ყაზახეთის კომპანიების წარმომადგენლები თქვენი ინტერესებისა და მოთხოვნილი სექტორების შესაბამისად.
ვიზიტთან დაკავშირებულ დღის წესრიგსა და დამატებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოგვიანებით. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება უზრუნველყოფს ვიზიტის და B2B შეხვედრების კოორდინაციას. ასევე საინფორმაციო, ლოგისტიკურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ვიზიტით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დეტალურად შეავსოთ შემდეგი ფორმა მიმდინარე წლის 20 მაისის 11:00 საათამდე
Список субъектов предпринимательства
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით.
გიორგი ბაღდავაძე
ტელ: 595 90 71 01
ელ.ფოსტა gbagdavadze@kaz.ge
2025 წლის ღონისძიებების განრიგი
ღონისძიების დასახელება | თარიღი და ჩატარების ადგილი | აღწერა | |
AqQala Build 2025 – B2B |
12.02.2025 – 13.02.2025 აქტაუ, ყაზახეთი; |
სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა |
ბმული |
Lift Expo Kazakhstan 2025 |
|
ლიფტები, ესკალატორები და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები |
ბმული |
AgriTek Astana 2025 |
|
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა |
ბმული |
GREENHOUSES KZ & APPLE & GARDEN 2025 |
|
აგროინდუსტრიული კომპლექსის, სასუქების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მოსავლის პროდუქტების გამოფენა |
ბმული |
Renewable Energy Expo 2025 |
02.04.2025 – 04.04.2025 |
ალტერნატიული ენერგეტიკების ტექნოლოგიების გამოფენა |
ბმული |
Kazakhstan Machinery Fair 2025 |
|
გამოფენა მანქანათმშენებლობისა და ლითონის დამუშავების შესახებ |
ბმული |
Kazakhstan Security Systems 2025 |
|
საინფორმაციო და სახანძრო უსაფრთხოების ტექნოლოგიები |
ბმული |
Business Technology Expo 2025 |
01.04.2025 - 03.04.2025 |
ბიზნესის კეთების ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოფენა |
ბმული |
Atyrau Oil&Gas 2025 |
|
ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გამოფენა |
ბმული |
AtyrauBuild 2025 |
02.04.2025 - 04.04.2025
|
სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების გამოფენა |
ბმული |
PowerTech Expo 2025 |
|
გამოფენა ელექტრო ინდუსტრიაზე |
ბმული |
Renewable Energy Expo 2025 |
|
განახლებადი ენერგიის წყაროები |
ბმული |
MINEX Kazakhstan 2025 |
|
გამოფენა სამთო და მეტალურგიული მრეწველობის შესახებ |
ბმული |
MinTech – Ust-Kamenogorsk 2025 |
|
აღჭურვილობა და ტექნოლოგიები სამთო, მეტალურგიის, ქვანახშირის და ენერგეტიკის მრეწველობისთვის | ბმული |
KIHE 2025 |
|
ჯანდაცვის ინდუსტრიის გამოფენა |
ბმული |
MinTech-Pavlodar 2025 |
|
აღჭურვილობა და ტექნოლოგიები სამთო, მეტალურგიის, ქვანახშირის და ენერგეტიკის მრეწველობისთვის |
ბმული |
InterFood Astana 2025 |
|
სურსათის, სასმელების, შეფუთვისა და კვების მრეწველობის აღჭურვილობის გამოფენა |
ბმული |
Astana Mining & Metallurgy 2025 |
|
გამოფენა სამთო საქმიანობასა და მეტალურგიაზე |
ბმული |
Mining Week Kazakhstan 2025 |
|
სამთო და მეტალურგიული ტექნოლოგიების გამოფენა |
ბმული |
Central Asia Plast World 2025 |
25.06.2025 - 27.06.2025 |
პლასტმასის გამოფენა |
ბმული |
Futuroad Expo Astana 2025 |
25.06.2025 - 27.06.2025 |
Futuroad Expo Astana 2025 კომერციული მანქანებისა და გზის სამშენებლო აღჭურვილობის გამოფენა |
ბმული |
KazBuild 2025 |
|
სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების გამოფენა |
ბმული |
Kazcomak 2025 |
|
სამრეწველო და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობის ტექნოლოგიების გამოფენა |
ბმული |
AgroWorld Kazakhstan 2025 |
|
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა |
ბმული |
QazPack 2025 |
|
შეფუთვის ინდუსტრიის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გამოფენა |
ბმული |
FoodExpo Qazakhstan 2025 |
|
საკვები პროდუქტების გამოფენა |
ბმული |