სიახლეები

აპრ 26, 2024
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური კავშირების 2006-2023 წლის კრებსითი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით თიბისი კაპიტალი უკვე მეოთხე წელია ამზადებს.

ანგარიში მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, ცხადყოფს სტრატეგიული მიმართულებების ნაწილს და იძლევა ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას.

2023 წლის ანგარიშის მომზადების გენერალური სპონსორები არიან სს ხალიკ ბანკი საქართველო და ინვესტიციების მართვის კომპანია კაპიტოლ მენეჯმენტი.