5 ივნისს, სასტუმროში „Raddison Blue Iveria“, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმის „ATYRAU 2025“-ის ერთწლიანი შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა.
შეხვედის მონაწილეებმა შეაჯამეს ფორუმის ფარგლებში დამყარებული ბიზნეს კავშირების შედეგები, განიხილეს მიმდინარე პარტნიორობები და განხორციელებული საქმიანი ვიზიტები.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის კომუნიკაციის ეფექტიანობას, არსებულ გამოწვევებსა და იმ ფაქტორებს, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში თანამშრომლობის პროცესი შეაფერხა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და იმუშაონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნაზე. ასევე განხილულ იქნა მომავალში ყაზახეთში ახალი ბიზნეს ფორუმის ჩატარების პერსპექტივა. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება აგრძელებს მუშაობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით.