სიახლეები

ოქტ 29, 2026
თბილისის ფინანსური სამიტი 2026
27–28 ოქტომბერს თბილისში, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართა. სამიტის მთავარი თემა იყო: „რეგიონული ეკონომიკური დერეფნების ფორმირება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გზაჯვარედინზე“. ღონისძიებაში მონაწილეობდა 800-ზე მეტი მონაწილე და დაახლოებით 60 ქვეყნიდან მოწვეული 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი.
 
სამიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მონაწილეებს შორის არიან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის ყაზახეთიდანაც.
 
2027 წლისთვის ცენტრალური ბანკების პრიორიტეტების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ბინურ ჟალენოვმა, ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ. სამიტის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღება მიიპყრო ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველის, რენატ ბექტუროვის მონაწილეობამ. ცენტრი ხელს უწყობს საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის განვითარებას და რეგიონული ეკონომიკური დერეფნების ფორმირების პროცესში ყაზახეთის როლის გაძლიერებას.
 
სამიტის ფარგლებში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარისა და საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის (ქვემო-ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში), გიორგი ჯახუტაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, გაიმართა დახურული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტალგატ მუბარაკოვიჩ ადუოვი და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) გამგეობის თავმჯდომარე ბახტიარ ტლებეკოვი.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართული და საერთაშორისო ფინტექკომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალიზდებიან საცალო საბანკო მომსახურების ავტომატიზაციაში, საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და საცალო ვაჭრობის ციფრულ ტრანსფორმაციაში.
 
შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, დაესახათ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები, გაეზიარებინათ მოწინავე გამოცდილება და მოეძებნათ თანამშრომლობისა და სინერგიის შესაძლებლობები სამომავლო ტექნოლოგიურ პროექტებში