ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების მისიაა საქართველოსა და ყაზახეთში ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების გზით.
ხედვა
ორგანიზაციის გრძელვადიანი ხედვა გულისხმობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას წევრი ორგანიზაციებისა და ჩართული მხარეებისათვის სხვადასხვა პროფესიული მომსახურების გაწევის გზით.
გაერთიანება დაიცავს წევრი ორგანიზაციების ინტერესებს საქართველოსა და ყაზახეთში, ხელს შეუწყობს მათ პოზიტიური შედეგების მიღწევასა და განვითარებას; იზრუნებს კონკრეტული ინდუსტრიული ჯგუფების სპეციალურ საჭიროებებზე, უზრუნველყოფს მათი ინტერესების ადვოკატირებას სახელმწიფოსთან; ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებას, დააკავშირებს წევრებს ლოკალურ და საერთაშორისო კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთავრობასთან; ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.