სიახლეები

მაი 25, 2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების და რეკომენდაციების მოსმენა

2022 წლის 25 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა.

შეხვედრას უმასპინძლა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, კვლევის შედეგები წარადგინა თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ, ხოლო მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა.

კომიტეტის მოსმენას დაესწრნენ სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ორგანიზაციების, საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები.

ვიდეო მასალა
ტექსტური მასალა