12 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობისა და დამფუძნებელი წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი კომპანიები, მათ შორის, კაპიტოლ მენეჯმენტი, ხალიკ ბანკი საქართველო, რომპეტროლი საქარტველო, „ბათუმის ნავთობტერმინალი“, Batumi Sea Port, ავიაკომპანია Air Astana, ჯიაიჯი, საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი სხვა ბიზნესკომპანიები და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა განიხილეს განვლილი წლის შედეგები და იმსჯელეს 2025 წლის გეგმებზე. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ანალიტიკური ინფორმაციის განხილვას, რომელსაც გაერთიანების მენეჯმენტი რეგულარულად ატარებს სხვადასხვა მაღალი რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კომპანიების დახმარებით, როგორებიც არიან, თიბისი კაპიტალი, გალტ & თაგარტი, PMCG.