სიახლეები

აპრ 16, 2026
test

6 აპრილს, ქალაქ თბილისში, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერმეკ კუშერბაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ნურლან საურანბაევმა, შეხვედრა გამართეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებასა და მისი წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - მალიკ მურზალინი. შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხუთწლიანი საქმიანობის შესახებ.


საუბრისას განხილულ იქნა “შუა დერეფნის” მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივები; ასევე, სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავება. აღინიშნა საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისა და ორი ქვეყნის ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მნიშვნელობა.


შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ ტრანსპორტ-ლოგისტიკისა და ენერგეტიკის სექტორებს განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებად, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის გაზრდას.