ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია
2021 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კომიტეტის საქმიანობა წარადგინეს და საქართველო-ყაზახეთს შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ჭრილში აქტუალური თემები განიხილეს.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ: ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გოგა დობორჯგინიძე, გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი და საქართველოს „ექსპედიტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზვიად ჩხარტიშვილი.