სიახლეები

სექ 29, 2021
მრგვალი მაგიდა თემაზე - ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივა საქართველოსთვის

მრგვალი მაგიდა თემაზე - ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივა საქართველოსთვის
2021 წლის 29 სექტემბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა, თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადების მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის.

შეხვედრის  მიზანს, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტოების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ატარებდა ჰიბრიდულ ხასიათს, მიმდინარეობდა ლაივ ტრანსლაცია გაერთიანების გვერდზე, ზუმის პლატფორმაში ჩართულნი იყვნენ თემით დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრის დროს განხილული საკითხების - რეკომენდაციებისა და გამოწვევების შესახებ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც განთავსდა კვლევითი ცენტრის PMCG-ს ვებგვერდზე.

ვიდეო მასალა
ტექსტური მასალა