2021 წლის 19 ნოემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ავიაკომპანია Air Astana-სა და ყაზახ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით ყაზახეთში, ნურ-სულთანში ქართულ და ყაზახურ ტუროპერატორებს უმასპინძლა. ღონისძიების მიზანს საქართველოსა და ყაზახეთში მოქმედი ტუროპერატორების გაცნობა და საქმიანი კავშირების დამყარება წარმოადგენდა.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოსა და ყაზახეთის საელჩოების მხარდაჭერით.