სიახლეები

ივლ 23, 2021
ონლაინ შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან მარიამ ქვრივიშვილთან

2021 წლის 23 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილსა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობების განხილვას. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვალმა მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს ხელმძღვანელობს, გაერთიანების მიზნები და სამომავლო გეგმები წარუდგინა, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისკენ და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის ათვისებისკენ მიმართულ აქტივობებს უკავშირდება.

შეხვედრაზე გამოიკვეთა სისტემური ურთიერთთანამშრომლობის გზები, რაზედაც მხარეები სამუშაო რეჟიმში შეთანხმდებიან.

მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

 
ტექსტური მასალა