სიახლეები

მაი 19, 2021
TBC კაპიტალისა და გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარებული კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია

TBC კაპიტალისა და გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარებული კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია
2021 წლის 19 მაისს, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთაინების ინიციატივით, ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული კვლევა  ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შექმნილი დოკუმენტი მოიცავს 2006-2020 წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ქვეყნების მაკროეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით.

როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მმართველობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აღნიშნავს კვლევა ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა, მართვის და მიღწეული შედეგების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა, ეს იქნება ორ ქვეყანას შორის საგრეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი ორ ქვეყანას შორის და ტურისტული შემოდინებები.

ვიდეო მასალა
ტექსტური მასალა