სიახლეები

აპრ 21, 2023
გაერთიანების საქმიანობის ანგარიშის გაცნობა

21 აპრილს, სასტუმრო მუზეუმში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ დამფუძნებელ წევრებს გაერთიანების 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

 

შეხვედრას ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საელჩოს წარმომადგენელი, ყაზახეთის საპატიო კონსულები - ლევან ბაღდავაძე, ირაკლი კაკალაძე, გიორგი აბაშიძე, გაერთიანების დამფუძნებელი წევრები,  კერძოდ, საქართველოში ყაზახური კაპიტალის ან კაპიტალის თანამონაწილეობის მქონე კომპანიების „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „კაპიტოლ ჯგუფის“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალის“, „რომპეტროლ საქართველოს“, „სილქ როუდ რეალ ისთეითის“, „GK Logistics”-ის წარმომადგენლები და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.

 

ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის მიზანს, განვლილ პერიოდში დაგეგმილი და განხორციელებული აქტოვობების მიმოხილვა, დამდგარი შედეგების შეჯერება, მიმდინარე გამოწვევების განხილვა და საშუალოვადიანი სამომავლო გეგმის გაცნობა წარმოადგენდა.

ვიდეო მასალა
ტექსტური მასალა