ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისია საქართველოში
2022 წლის 6-8 აპრილს, ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა.
მისიის მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენდა.
დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ისა და 30-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი იყო. მათ სამი დღის განმავლობაში ყაზახური პროდუქციით დაინტერესებულ ქართულ კომპანიებთან B2B შეხვედრები გამართეს. ორი ქვეყნის კომპანიებს შორის ჯამურად 11,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა.