„ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელთან, გიორგი ჩერქეზიშვილთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, გიორგი ჯახუტაშვილმა „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელს „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ საქმიანობა, მიმდინარე ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნო. „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელმა თავის მხრივ, “ინვესტორთა საბჭოს“ მიზნებსა და „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ფუნქციაზე ისაუბრა. მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
„ინვესტორთა საბჭოს სამდივნო“ საქართველოში არსებულ ყველა ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობს და მზად ვართ, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში გავაგრძელოთ თანამშრომლობა“,-განმარტავს „ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი.